დაკავება

სამართალდამცველებმა ბათუმში ჰეროინი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული 6.06 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 2.073 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები