ტერორიზმი

აშშ-მა ბინ ლადენის პირადი არქივის ნაწილი საჯარო გახადა

File photo of Osama bin Laden addressing a news conference in Afghanistan
Str / REUTERS

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უსამა ბინ ლადენის სახლიდან ამოღებული მასალების ნაწილი საჯარო გახადა. 2011 წლის მაისში ბინ ლადენი პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ამერიკელმა სპეცრაზმელებმა მოკლეს. ნომერ პირველი ტერორისტი, კონსპირაციის მიზნით, ინტერნეტს არ იყენებდა და გარე სამყაროსთან კავშირს წერილებისა და ვიდეომიმართვების საშუალებით ამყარებდა.

სპეცრაზმელებმა ბინ ლადენის უკანასკნელი თავშესაფრიდან ალ კაიდას წევრებისადმი წერილების გარდა, დასავლური ჟურნალები და პოლიტიკის შესახებ დასავლელი ავტორების წიგნები ამოიღეს. 

კომენტარები