ეკონომიკური ზრდა

EBRD: საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე ორჯერ ნელა გაიზრდება

დღეს EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა წელს 2.3%-ით გაიზრდება, რაც საქართველოს ბიუჯეტით დადგენილ 5%-იან ზრდასთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. EBRD-ის პროგნოზი სხვა საერთაშორისო ოროგანიზაციებთან, მათ შორის, სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან შედარებით უფრო ოპტიმისტურია, რადგანაც სხვა ორგანიზაციების პროგნოზით, წელს საქართველოს ზრდა მხოლოდ 2% იქნება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ქარის ელექტროსადგურის დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა რეგიონში მაინც ყველაზე მზარდი იქნება. კალაძე ბიუჯეტის სეკვესტრირებას გამორიცხავს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი კალაძის საწინააღმდეგოდ ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების გამო ბიუჯეტის პარამეტრებიც უნდა შეიცვალოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, მთავრობა წინასწარ, ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშით იყო ინფორმირებული, რომ წელს მაღალი ზრდა არ იქნებოდა.

კომენტარები