ციხის კადრების ჩვენება

ენმ ფოთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა ბრიფინგზე ფოთში ნაჩვენები ფილმის, "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის" შესახებ განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნაზე ისაუბრა. მისი თქმით, დასკვნიდან ცხადად ჩანს, რომ პროცესში ფოთის მერი და საკრებულოს გამგებელი მონაწილეობდნენ. რატიანი მათ გადადგომას ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტრომ ფოთში ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის" ჩვენების დროს ხარვეზები და გადაცდომა გამოავლინა. ამის გამო, ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა, სკოლის დირექტორებმა კი გაფრთხილება მიიღეს.

კომენტარები