ციხის კადრების ჩვენება

"სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" რუსთაველის გამზირზე აჩვენეს

რუსთავი 2

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენება გაიმართა. ოფიციალური ორგანიზატორი ამჯერადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" იყო. ძალადობის ამსახველი კადრები არასრულწლოვნებმა დღესაც ნახეს.

"მინდა, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო ის 9-წლიანი რეჟიმი და ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ ამის შემოქმედნი დაისაჯონ ბოლომდე, ვინც არიან დარჩენილი. ესაა ჩვენი მიზანი", - თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია სალუქვაძემ.

ჩვენებას ესწრებოდნენ გია კორკოტაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, მელორ ვაჩნაძე, ემზარ კვიციანი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ მძიმე კადრების შემცველი აღნიშნული ფილმი არასრულწლოვნებს ფოთში, ხობსა და ზუგდიდშიც აჩვენეს. მაშინაც ოფიციალური ორგანიზატორი "ყველა თაობა საქართველოსთვის" იყო. თუმცა, დამსწრე ადამიანები ამბობდნენ, რომ ისინი კინოთეატრში გამგებლებმა და სკოლის პერსონალმა წაიყვანეს.

კომენტარები