მიგრანტები

ევროკავშირი გაერო-ს მიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად მანდატს სთხოვს

telegraph.co.uk

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის გამო ევროკავშირი საგანგებო ზომებს ითხოვს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2015 წლის დასაწყისიდან 1800-მდე მიგრანტი დაიღუპა. ევროკავშირი უშიშროების საბჭოსგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს, რომელიც ევროპელ სამხედროებს უფლებას მისცემს, გაანადგურონ კონტრაბანდისტების გემები, რომლებსაც არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის იყენებენ.

"მსოფლიოში საზღვრის გადაკვეთისას დაღუპული ოთხი ადამიანიდან სამი ხმელთაშუა ზღვაში იღუპება. ევროკავშირი მზადაა, თავისი ვალდებულება შეასრულოს და ებრძოლოს ამ მოვლენის მიზეზებს, გაანადგუროს დანაშაულებრივი ორგანიზაციები. ადამიანებით უკანონო გადაადგილების უდიდესი წილი ლიბიაზე მოდის, ქვეყანას ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნაში და საზღვრების გაკონტროლებაში უნდა დავეხმაროთ" - განაცხადა მოგერინიმ.

კომენტარები