საქართველოს მთავრობა

თარხნიშვილი: გამოსავალი ერთია - მთავრობა უნდა წავიდეს

დღეს ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც უფრო მეტ ადამიანს შეეხო ინფლაცია, უფრო მეტ ადამიანს შეეხო ეკონომიკური კრიზისი, უფრო მეტ ადამიანს შეეხო უმუშევრობა. ყველაფერი ამის შედეგად მივიღეთ კატასტროფული ვითარება. რაც უფრო სწრაფად აღიარებს მთავრობა, რომ დღეს ვართ კატასტროფის წინაშე და დაიწყებს რაღაცის კეთებას ამ მიმართულებით, მით უკეთესი. თუმცა, ამის იმედი ჩვენ არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ არ აღიარებენ კრიზისის არსებობას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის ის, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი.

კომენტარები