არჩევნები პოლონეთში

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის არჩევნების I ტურში ანდჟეი დუდა ლიდერობს

andrzejduda.pl

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთში გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციონერი, კონსერვატიული პარტიის კანდიდატი ანდჟეი დუდა ლიდერობს. ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების თანაპარტიელმა, გამოკითხვის თანახმად, ხმათა 34.5% მიიღო. მან 1.5%-ით გაუსწრო მოქმედ პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 33%-მა დაუჭირა. შესაბამისად, გამარჯვებულს არჩევნების მეორე ტური გამოავლენს.

ეგზიტპოლის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წინასაარჩევნო გამოკითხვებით კომოროვსკი ლიდერობდა. ასევე მოულოდნელი გახდა დამოუკიდებელი კანდიდატის, მსახიობისა და მუსიკოსის პაველ კუკიზის მიერ ხმების 20%-ის მიღება. არჩევნების ბედი შესაძლოა სწორედ მისმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს. ანდჟეი დუდამ კუკიზთან შეხვედრის სურვილი უკვე გამოთქვა.  

კომენტარები