არჩევნები პოლონეთში

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

Euronews

12 ივლისს პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.  

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ მმართველი, კანონისა და სამართლიანობის პარტიის ყოფილი წევრი და ამჟამინდელი მოკავშირე, ანდჟეი დუდა და ცენტრისტული ოპოზიციური სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელი, ვარშავის მერი, რაფალ ტჟასკოვსკი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ანდჟეი დუდამ ხმათა 43.50% აიღო, ხოლო რაფალ ტჟასკოვსკიმ -  30.46%. 

.აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება აქვს, რაც, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი პარტიისათვის პრობლემური გახდება. მათი ნაციონალისტური პოლიტიკის ფონზე ტჟასკოვსკიმ პირობა დადო, რომ ევროკავშირთან უთანხმოების აღმოფხვრაზე იმუშავებს.

"მე მჯერა, რომ შეგვიძლია ისეთი პოლონეთის აშენება, როგორზეც ვოცნებობთ – სამართლიანი, მდიდარი, ძლიერი პოლონეთის ... ისეთი პოლონეთის, რომელსაც სუსტის დაცვა შეეძლება და ძლიერის არ შეეშინდება". – მიმართა 10 ივლისს დუდამ მხარდამჭერებს. მან მოქალაქეებს სთხოვა, შეედარებინათ ამჟამინდელი ცხოვრების დონე იმისთვის, რაც მისი მთავრობაში მოსვლამდე იყო.

არჩევნები პოლონეთში მაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. მაისამდე ჩატარებული გამოკითხვებით, დუდა პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. მმართველ პარტიას არჩევნების გადადება არ სურდა, თუმცა, საბოლოოდ, ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები