არჩევნები პოლონეთში

პოლონეთში ხმების 80% დათვალეს, მმართველ პარტიას 36.7% აქვს

დონალდ ტუსკი, პოლონეთის პარტია სამოქალაქო კოალიციის ლიდერი

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 81.48% - 16 მილიონზე მეტი ხმა.

აქედან 36.7% მმართველმა პარტიამ - კანონმა და სამართლიანობამ მიიღო, 29.45% - დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიციამ, 14.44% - მესამე ძალამ, 8.38% - ახალმა მემარცხენეებმა, ხოლო 7.22% - კონფედერაციამ. წინასწარი მონაცემებით, სწორედ ამ ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა ბარიერი.

მთავარი ოპოზიციური პარტია სამოქალაქო პლატფორმა დიდი ალბათობით კოალიციას შექმნის მესამე გზასთან და ახალ მემარცხენეებთან.  ულტრამემარჯვენე კონფედერაცია კი, მოქმედი მმართველი გუნდის თანამოაზრედ მიიჩნევა.

Ipsos-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 15 ოქტომბრის არჩევნებზე PiS-მა ხმათა 36.8%, ხოლო სამოქალაქო კოალიციამ (KO) 31.8% აიღო.

მმართველი ძალა PiS, იაროსლავ კაჩინსკის ლიდერობით, უკვე 8 წელია, რაც პოლონეთს მართავს.  

პოლონეთი ისტორიული არჩევნების მოლოდინში

მმართველი პარტიის პოლიტიკის კრიტიკოსების თქმით, 2015 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ PiS-მა პოლონეთის სასამართლო სისტემა და საზოგადოებრივი მედია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია.

კომენტარები