არჩევნები პოლონეთში

ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

ანდჟეი დუდა
EPA

ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო. მოქმედი პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ხმათა დაახლოებით 42%-ს მიიღებს, ხოლო მისი მთავარი ოპონენტი, ქალაქ ვარშავის მერი რაფალ ტჟასკოვსკი – 30%-ს.

მეორე ტური, სავარაუდოდ, ორ კვირაში უნდა ჩატარდეს.

დუდა პოლონეთის მმართველი პარტიის ყოფილი წევრი და მოკავშირეა. პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება აქვს, რაც, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი პარტიისათვის პრობლემური გახდება. მათი ნაციონალისტური პოლიტიკის ფონზე ტჟასკოვსკიმ პირობა დადო, რომ ევროკავშირთან უთანხმოებების აღმოფხვრაზე იმუშავებს.

პოლონეთში არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. მაისამდე ჩატარებული გამოკითხვებით, დუდა პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. მმართველ პარტიას არჩევნების გადადება არ სურდა, თუმცა, საბოლოოდ, ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები