გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების შესახებ.

თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 2 აპრილს ამოეწურა და რადგან საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, 14 მარტს, პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა და მას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციას, ასევე, ტელეკომპანია იმედის და მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციები უგულავას პატიმრობაში დატოვებას ხელისუფლების თვითმიზანს უწოდებენ და ამაში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ევროპარლამენტარების შეფასებით კი, გიგი უგულავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

ამასთან, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაცვის მხარემ 30 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ადვოკატების განმარტებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა უკვე ამოეწურა და მისი საპატიმროში დატოვებით კონსტიტუცია ირღვევა.

კომენტარები