რიგის სამიტი

რადიო თავისუფლება: რიგის სამიტზე საქართველოს იმედგაცრუება ელოდება

საქრთველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოლოდინების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი ამ ქვეყნების ევროპული პერსპექტივის შესახებ განაცხადს არ შეიცავს. დოკუმენტის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახით 21-22 მაისს რიგის სამიტზე მიიღებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურმა მოამზადა და კონსულტაციის მიზნით გადაუგზავნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდავეთსა და ბელარუსს. განცხადების პროექტი რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მოიპოვა.
3 ქვეყანა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, იმედოვნებდა, რომ რიგის სამიტზე მომავალში მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის აღიარება მოხდებოდა. ამის ნაცვლად დეკლარაციის პროექტი საუბრობს მხოლოდ "თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებაზე'', თავისუფლად აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობაში ამბიციის დონე და მიზანი.
პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის ამბიციების შესუსტებაზე მიუთითებს და მნიშვნელოვან მარცხს წარმოადგენს პოლონეთისა და ლიტვისათვის, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად.

კომენტარები