რიგის სამიტი

ბაქრაძე: ვიზა ლიბერალიზაციის პროცედურები წლის ბოლომდე დასრულდება

http://greece.mfa.gov.ge/

საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას 2016 წლიდან ვარაუდობს. ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა.

ბაქრაძის თქმით, წლის ბოლოს ევროპულ საბჭოში რიგით მეოთხე მოხსენება გაიმართება, სადაც შესრულებული სამუშაოები შეჯამდება და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო რედაქცია, რომელიც მიუთითებს იმ რეგულაციაზე, რომელიც იმ შემთხვევაში და როდესაც ამ თვალსაზრისით თარიღი მითითებულია, წლის ბოლომდე დასრულდება უკვე პროცედურები, გაიხსნება პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, უკვე გვექნება მწვანე შუქი. მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ არჩევანზე და მისწრაფებებზე, ეს არჩევანი და მისწრაფებები იქნა აღიარებული სამიტის მიერ", - განაცხადა ბაქრაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის თქმით, რიგის სამიტი საქართველოსთვის წარმატებულად დასრულდა.

"მნიშვნელოვანი იყო მზაობა სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით შემდგომი წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. საქართველოსთვის ეს გზავნილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძირითადი პრინციპები, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ურღვევობა, ეს პრინციპები გარანტირებული არ არის, მაგრამ ამასთან ერთად არის სერიოზული ძალისხმევა და ერთიანობა, რომ ყველამ ერთად იმუშავოს ამ პრინციპების დასაცავად", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები