რიგის სამიტი

ღარიბაშვილი: წინა მთავრობის შემდეგ დიდი ნახტომი გვაქვს, ამას ყველა აღნიშნავს

რიგის სამიტზე, როგორც უკვე ითქვა, ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი, რომ მიგვეღო. მოლოდინები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყოფილიყო უფრო მაღალი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენმა მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი, ჩვენ დავიწყეთ სწორედ ორი წლის წინ, როცა მოვედით ხელისუფლებაში. ასე რომ, ჩვენ მართლაც ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ, ეს არის ჩვენი რეფორმები, ეს არის ჩვენი წინსვლა ევროპისკენ, ევროპული სტრუქტურებისკენ და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ამას ყველა ცალსახად აღნიშნავს.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიგის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით

კომენტარები