რიგის სამიტი

აშშ: რუსეთის ზეწოლის ზრდისას რეგიონის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია

state.gov

აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობას, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია. რიგის სამიტის შედეგების შესახებ განცხადებას უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მარი ჰარპი ავრცელებს. 

ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიას, ეფექტურ მმართველობას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას და ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და დეზინფორმაციის ზრდის ფონზე.

 

კომენტარები