პანკისის ხეობა

პრემიერი: პანკისის ხეობის მიმართ აბსოლუტურად არაბუნებრივი ისტერიაა

პანკისის ხეობის მიმართ ასეთი აბსოლუტურად არაბუნებრივი ისტერიის ფონზე ამ თემების გაშუქება არის ყოვლად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. ყველას გთხოვთ, კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროთ, თუ რა თემებით, ასე ვთქვათ, ძაბავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ორი თუ სამი ადამიანი ცდილობს, რომ რამდენიმე ახალგაზრდის გადაყვანა შეძლოს სირიაში, ამას სამართალდამცველები მიხედავენ. მე ვიცი, რომ უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ ამასთან დაკავშირებით, ასე რომ, არავითარი პრობლემა არ იქნება.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში წასვლაზე.

კომენტარები