სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 ადამიანია დაკავებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ისინი პანკისის ხეობაში დააკავეს.
როგორც სუს-ში ამბობენ, ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას გულისხმობს.
"უწყება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს". – ამბობენ სუს-ში.