პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებულ 5-ვე პირს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა დაადასტურა.
საქმეზე პირველი არსებითი სხდომა 20 ოქტომბერს გაიმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 აგვისტოს პანკისში, 5 მოქალაქე დააკავა. სუს-ის ცნობით, მოქალაქეები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანდნენ და სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ.
უწყების ცნობით, ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში ტერორისტული სიმბოლიკით მოძრაობდნენ.