ფინეთი

ფინეთში, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია მმართველი კოალიციის შექმნას იწყებს

ფინეთში საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე ოპოზიციური ცენტრისტული პარტია გავიდა. მან ამომრჩეველთა ხმების 21% მიიღო. მმართველ კონსერვატიულ პარტიას, რომელსაც მოქმედი პრემიერი ალექსანდრ სტუბი ხელმძღვანელობს, ამომრჩეველთა 18%-მა მისცა ხმა. ულტრამემარჯვენე ჭეშმარიტი ფინელების პარტიამ კი, 17% მოიპოვა.

ცენტრისტული პარტია მმართველო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებებს იწყებს. მისი ლიდერი ოიჰია სიპილია დღეს წამყვანი პარტიების ლიდერებს ხვდება. იგი ამომრჩევლებს 10 წელიწადში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეჰპირდა. პრემიერმა სტუბმა დამარცხება აღიარა და ოპოზიციას გამარჯვება მიულოცა.

სტუბის მთავრობის მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ ფინეთში ეკონომიკური რეცესია უკვე მესამე წელია გრძელდება, უმუშევრობა ქვეყანაში 9%-ს აღწევს.

კომენტარები