ოპოზიცია

ივანიშვილი: ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისევ აგრძელებს ძალადობას საკუთარ საზოგადოებაზე სიცრუით. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიცრუით მოახერხოს, ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში - ამას გავყვებით და დავალაგებთ. პერმანენტულად იბრძვის, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, დაინგრა ქვეყანა. ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება. მეორე - ამოჩემებული აქვთ, რომ კრიმინალი გაიზარდა. რამეთუ იციან, რომ კრიმინალის ზრდა ინვესტორისთვის სახიფათოა. მოსახლეობის ნაწილი ეთანხმება, რამეთუ მათგან ისე არიან გაღიზიანებული, რომ ისევ ესენი გამოდიან და ძალადობენ ტელევიზიებით, ამასაც აბრალებენ მთავრობას.

ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაზე საუბრობს.

კომენტარები