ტერორიზმი

ISIS-მა 216 იეზიდი მძევალი გაათავისუფლა

www.frontpagemag.com

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 216 იეზიდი მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ერაყის ნახევრად ავტონომიური ქურთისტანის რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს.

მისი თქმით, ამ დრომდე უცნობია, თუ რა მიზეზით გაათავისუფლეს მძევლები.

გათავისუფლებული პირები ქურთისტანის სამხედრო ძალებმა ჩაიბარეს, შემდეგ კი ქურთისტანის ნახევრად ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ირბილში გაგზავნეს.

 

კომენტარები