ლარის გაუფასურება

ACT: 70%-ის ფინანსურ მდგომარეობაზე ლარის დევალვაცია უარყოფითად აისახა

act

ორგანიზაცია ACT-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული თბილისელების 12%-ს ფინანსური ვალდებულება (სესხი, ქირა და სხვ) აშშ დოლარში (ან შესაბამის ეკვივალენტში) აქვს, თუმცა, ბევრად მეტი, რესპონდენტთა 70% მიიჩნევს, რომ ლარის დევალვაცია უარყოფითად აისახა მათ ფინანსურ მდომარეობაზე (ძალიან უარყოფითად - 46%, უარყოფითად - 24%).

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ერთი მეოთხედი (23%) მიიჩნევს, რომ მათ მატერიალურ მდგომარეობაზე ლარის კურსის ცვლილებას გავლენა არ ჰქონია. თბილისელების 6% კი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახა. ACT-ის ცნობით, თბილისელთა 9%-ს შემოსავალი სწორედ ამერიკულ დოლარში (ან მის ეკვივალენტში) აქვს.  

ორგანიზაცია ACT-ის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა 416 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის მარტში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,75%-ს.

კომენტარები