პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 31 მარტს, 13:00 საათზე დაიწყება

ტაბულა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე მუშაობა დასრულებულია. გამოსვლა 31 მარტს, 13:00 საათზე დაიწყება.

"პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მომზადება, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება, დასრულდა. მოხსენებაში განხილულ იქნება საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან, ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე თავდაცვისა და შეირაღებული ძალების მდგომარეობა და პრობლემური თემები, ინსტიტუციური თემატიკა - ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმის და სხვა საკითხები", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

კომენტარები