პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

კობახიძე: თუ ზურაბიშვილმა ვიზიტებზე მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია – გავერკვევით

Irakli Kobakhidze / Facebook

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტებით მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა, კონსტიტუცია დაარღვია.

"ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია. ამ საკითხში გავერკვევით". – თქვა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ცნობით.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა.

კომენტარები