პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

მდინარაძე პრეზიდენტზე: მე მგონია, რომ იმპიჩმენტის საკითხი ჩვენი მხრიდან არ დადგება

მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობის მიუხედავად თუ ის [სალომე ზურაბიშვილი] მაინც წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. რაც შეეხება იმპიჩმენტს, მე მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. წინასწარ შეუტყობინებლად რაღაცების კეთება პარლამენტში, პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა. 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა.

კომენტარები