პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრემიერი: არ არის აუცილებელი, პრეზიდენტის გამოსვლისას, პარლამენტში ვიყო

დღეს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში თუ არ წავა. ან მინისტრი გიორგაძე დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუსმენთ ერთმანეთს, მეც მოვუსმენ სიამოვნებით, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პარლამენტის შენობაში ვიყო, მოვუსმენ ტელევიზორით. ყველას გვაქვს ჩვენი საქმე, თუ ჩვენ ყველანი გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, დამერწმუნეთ, რომ ბევრად კარგად იქნება ყველაფერი. ეს არ არის უპატივცემულობა, არცერთ შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე. პრეზიდენტი პარლამენტში 31 მარტს გამოვა.

კომენტარები