IRI-ის კვლევა

IRI: გამოკითხულებს ყველაზე მეტად სერგეენკო და მარგველაშვილი მოსწონთ

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულებს ყველაზე მეტად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწონთ. კერძოდ, დავით სერგეენკოს მიმართ დადებითად კვლევაში მონაწილეთა 62%-ია განწყობილი, ხოლო უარყოფითად - 24%. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ისიც რესპონდენტთა 62%-ს მოსწონს, ხოლო 30%-ს არ მოსწონს.

მესამე ადგილზე თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანიაა, რომლის მიმართაც, გამოკითხულთა 57%-ია განწყობილი დადებითად, ხოლო 34% - უარყოფითად. ასევე რესპონდენტთა 57%-ს მოსწონს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. საკანონნმდებლო ორგანოს სპიკერის მიმართ უარყოფითად გამოკითხულთა 36%-ია განწყობილი. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი, კვლევაში მონაწილეთა 56%-ს მოსწონს, 39%-ს არა.

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მიმართ დადებითად არის განწყობილი გამოკითხულთა 48% (უარყოფითად 44%), საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მიმართ 47% დადებითად, 25% - უარყოფითად. 

თბილისის მერი დავით ნარმანია გამოკითხულთა 40%-ს მოსწონს, 46%-ს არ მოსწონს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის მიმართ კვლევაში მონაწილეთა 28%-ია დადებითად განწყობილი, 40%- უარყოფითად. ხოლო ნინო ბურჯანაძე 24%-ს მოსწონს, 70%-ს არა.

კომენტარები