ავიაკატასტროფა

საფრანგეთის ალპებში სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A320 ჩამოვარდა

Alamy

სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A320 საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდა. ის ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა.

ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდნენ. მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, შემთხვევის გარემოებების გათვალისწინებით, გადარჩენილი არავინაა.

თვითმფრინავი გერმანულ დაბალფასიან ავიახაზებს Germanwings ეკუთვნის, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა.

კომენტარები