პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

დავით უსუფაშვილი: ჩვენ ველით პრეზიდენტს და ვინც მობრძანდება კარი ღია იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, 31 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობის წევრები საკუთარი სურვილის მიხედვით დაესწრებიან. უსუფაშვილმა კომენტარი პარლამენტში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

''რაც შეეხება იმას, ვინ დაესწრება ამ ღონისძიებას და ვინ არა, მე მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება ყოველგვარი დამატებითი ნებართვების, მოსაწვევების, თხოვნების გარეშე აქვთ თანამდებობის პირებს, რომლებიც არჩეულნი ან დანიშნულნი არიან პარლამენტის მიერ. ამ დღესაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად საშუალება ექნებათ, მობრძანდნენ პარლამენტში. ჩვენ მათ ყველას დავხვდებით. ადგილები გვაქვს საკმარისი, თუ ვინმე მობრძანდება, ყველას ადგილს მივუჩენთ. ჩვენ ველით პრეზიდენტს და ყველასთვის, ვინც მობრძანდება, პარლამენტის კარი იქნება ღია'', - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები