საქართველოს პატრიარქი

პატრიარქი: ღვთისადმი მადლიერების დღეს მოზვერი და შვიდი ცხვარი დაიკვლება

fmabkhazia.com

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, მისი გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა და ის ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება. ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას თქვა და აღნიშნა, რომ მადლობის ლოცვა და წირვა პირველად სვეტიცხოველში შესრულდება. აღდგომის წინა დღეს, შაბათს მსვლელობა დაიწყება. ილია მეორის თქმით, სასურველია, თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. მანვე აღნიშნა, რომ დაიკვლება მოზვერი, შვიდი ცხვარი და ღმერთს მადლობას შესწირავენ. 

"მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ ყოველ წელიწადს, აღდგომა დღეს, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ყოველ წელიწადს, აღდგომა დღეს იქნება მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი. ამასთან დაკავშირებით, პირველ წელიწადს მე მინდა, რომ ეს მადლობის ლოცვა, აღდგომის წირვა შევასრულოთ სვეტიცხოველში, მცხეთაში. შაბათს დაიწყება მსვლელობა ხალხისა, სასურველია, რომ ფეხით ჩავიდნენ თბილისიდან მცხეთას და დაიკვლება დიდი მოზვერი, შვიდი ცხვარი, ყოჩი... მადლობას შევწირავთ უფალს და ხალხი იქვე გაახსნილებს ამ დიდ მარხვას. კვირას კი, საღამოს ექვს საათზე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი და მთელი ხალხი გავა ქუჩებში, სადაც სამღვდელოება მაკურთხ წყალს ასხურებს. აი, ეს იქნება ყოველი წლის აღდგომა... ეს იქნება ღვთისადმი მადლიერების დღე, ქართველი ხალხის მადლობა იქნება... ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს ამით... თვითონ სიტყვაც "მადლობა", "მადლიერება" მადლთან არის დაკავშირებული. დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე", - თქვა პატრიარქმა.

კომენტარები