რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

დიდი ბრიტანეთი გმობს და შეშფოთებულია ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებით

დევიდ ლიდინგტონი - დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი
scottish.parliament.uk

დიდი ბრიტანეთი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ ხელშეკრულების გაფორმების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრის დევიდ ლიდინგტონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის ქმედებებს.

"ეს ე.წ. ხელშეკრულება და პირველი, გასული წლის ბოლოს, რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი, მხოლოდ გაართულებს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ჩატარებულ უმნიშვნელოვანეს ძალისხმევას და შექმნის დამატებით ბარიერებს გრძელვადიან ჟენევის მოლაპარაკებებზე, სადაც რეგიონალური უსაფრთხოება და ძალის გამოუყენებლობა, განხილვის ძირითადი მიმართულებებია.

ეს ქმედება, რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების საქმეში ჩარევის კიდევ ერთი დასტურია და წარმოადგენს მათი მხრიდან სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ უგულებელყოფას. ჩვენ, ყველამ, დავინახეთ რა მძიმე ვითარებამდე მიიყვანა, ამგვარმა ჩარევამ მდგომარეობა უკრაინაში. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მე მოვუწოდებ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. მათ შორის, გაიყვანოს საჯარისო შენაერთები სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან და დააბრუნოს 2008 წლის კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ქონდეთ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონების ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება" - განაცხადა ლიდინგტონმა.

დიდი ბრიტანეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. ისევე როგორც 2014 წლის დეკემბერში სეპარატისტულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ესეც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის სრულ უგულებელყოფას.

 

კომენტარები