თბილისის საქალაქო სასამართლო

პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაკავებულთა პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

პარლამენტის ყოფილ შენობასთან მოხდარი ჩხუბის დროს დაკავებულთა პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ხუთივე დაკავებულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ედება ბრალად. პროცესი 10:00-ზეა ჩანიშნული. დაკავებულები არიან თავისუფალი ზონის ოთხი წევრი, ასევე, თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.

ჩხუბი პარლამენტთან გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ლადო სადღობელაშვილი და მისი თანამოაზრეები ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაუპირისპირდნენ.

კომენტარები