ეკონომიკური კრიზისი

ტყემალაძე ბარამიძეს: რა ვუყო ამ გეგმას, დავახვიო? პირად ჰიგიენაზე ხმარობდით?

მეორე არხი

თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იმყოფებიან, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ პარტიის მიერ შემუშავებული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის 36-პუნქტიანი გეგმა უმრავლესობის წევრებს გადასცა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემალაძის რეაქცია კი იყო შემდეგი:

"რა ვუყო ამ გეგმას, დავახვიო? აჰა, დავახვიე და დაგიბრუნეთ. გამოცდილება გაქვთ, პირად ჰიგიენაზე ხმარობდით, თუ რა იყო, ვერ გავიგე", - მიმართა ტყემალაძემ საპარლამენტო უმცირესობას.

კომენტარები