ეკონომიკური კრიზისი

მაია ცქიტიშვილი: კომპანიებისთვის საგარანტიო მექანიზმის შექმნაზე ვმუშაობთ

საქართველოს მთავრობა

ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის, თქმით, იმისათვის, რომ კომპანიებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ზიანი შეუმცირდეთ, მთავრობა მათ სესხების საგარანტიო მექანიზმს შეუქმნის. 

ცქიტიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, მთავრობის ვალდებულებაა, რომ იზრუნოს იმაზე, რომ ქართულ ბიზნესს შესთავაზოს შესაბამისი ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა კონკურენტუნარიანი პირობებისა და კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება შეძლოს. 

"ერთერთი ასეთი ინსტრუმენტი სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნაა, ეს არის ის მექანიზმი, რომელზეც ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან, რომ იყოს შემუშავებული კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორის გამოწვევებს უპასუხებს,"- თქვა ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერის განმარტებით, საგარანტიო მექანიზმი მთლიანობაში 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გადაზღვევაზეა ორიენტირებული და სხვადასხვა სექტორისთვის სხვადასხვა პროგრამა იქნება შემუშავებული, რაც მისივე თქმით, ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლონ. 

"რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ კომპანიები შეძლებენ თავისი სესხების მომსახურებას,"- ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

კომენტარები