მთავრობის სხდომა

პრემიერი: ის კი არა, მთელი ევროპა განიცდის დღეს კრიზისს

ჩვენ სამწუხაროდ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომელიც რეგიონში არის. უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ბუნებრივია, ჩვენთანაც. ის კი არა, მთელი ევროპა განიცდის დღეს კრიზისს. ასე რომ, ჩვენ სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღევანდელი ტელევიზიების უმეტესი ნაწილი ამას პირიქით ხელს უწყობს, რომ განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა და ხალხს არ აუხსნას, თუ რა ხდება რეგიონში და წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია რთული ვითარება. რაც მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი ტყუილი და ამას სჭირდება კარგი ახსნა-განმარტება.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები