უცხოური ინვესტიციები

კალაძე: საქართველოში უცხოური ინვესტიციები გაზრდილია და კიდევ უფრო გაიზრდება

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

საქართველოში უცხოური ინვესტიციები გაზრდილია და კიდევ უფრო გაიზრდება - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ძალიან ბევრი ინვესტორია მარტო ენერგეტიკის მიმართულებით კონკრეტულ რეგიონებში.

ენერგეტიკის მინისტრი ნაციონალური მოძრაობის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს უცხოური ბრენდები ტოვებენ, და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის რეალობა ვირტუალური საქართველოა.

„ნაციონალური მოძრაობისთვის რეალობა იყო მხოლოდ ის ვირტუალური საქართველო, რომელიც მათი ტელევიზიების, მათი ბინძური პროპაგანდის საშუალებით იყო შექმნილი 9 წლის განმავლობაში. არ მინდოდა მესაუბრა 9 წელიწადზე, მაგრამ მიხდება ამაზე საუბარი, ამ მიმართულებით დადებითი არის ის რომ რეგიონში რთული მიმართულებების მიუხედავად ინვესტიციები გაზრდილია და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება მე დარწმუნებული ვარ, რადგან ჩვენ მთავრობას სწორი მიდგომა გვაქვს" - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი არაა ის ფაქტები, რომ სხვადასხვა უცხნოური ბრენდები - river island, debenhams, mango, skechers, ქართული ბაზრიდან გავიდნენ.

კომენტარები