უცხოური ინვესტიციები

ალ ჯაზირა: საქართველო მიგრანტებს ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნება

chicagonow.com

საქართველო უკიდურესად საჭირო უცხოურ ინვესტიციებს კარგავს - ამის შესახებ რობინ ფორესტერ-უოკერი ტელეკომპანია ალ ჯაზირასთვის გაკეთებულ სიუჟეტში საუბრობს.

სიუჟეტში, სახელწოდებით "საქართველო მიგრანტებს ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნება", ჟურნალისტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში აზიელ მიგრანტებს ვიზის პრობლემები აქვთ და მათ ბიზნესს საფრთხე ემუქრება.

"უცხოელ ინვესტორებს ერთ დროს საქართველოში ეპატიჟებოდნენ სასოფლო- სამეურნეო მიწის საყიდლად. მაგრამ ახლა, ბევრი აზიელი იძულებულია საქართველო დატოვოს იმიტომ, რომ ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან. კრიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველო უკიდურესად საჭირო უცხოურ ინვესტიციებს კარგავს", - ნათქვამია სიუჟეტში.

რობინ ფორესტერ-უოკერის თქმით, წინა ხელისუფლებამ უცხოური ინვესტიციები მოიზიდა და იმიგრანტებს ბიზნესის გასაკეთებლად პირობები შეუქმნა. ბევრმა ბიზნესმენმა აზიიდან იოლად მიიღო ვიზები, მიტოვებული მიწები იაფად შეიძინა და მოსავლის მოყვანა დაიწყო. მათ ქართულიც ისწავლეს და ადგილობრივი მოსახლეობაც დაასაქმეს.

”გასულ წელს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით უფლება შეუჩერა", - ნათქვამია ალ ჯაზირას სიუჟეტში. 

სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ თებერვალსა და მარტში საქართველოს იუსტიციის სახლმა 50%-ზე ნაკლებ ირანელსა და სამხრეთ აზიელს გაუგრძელა ვიზა.  

რობინ ფორესტერ-უოკერის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. 

კომენტარები