ჯეოსელი

ჯეოსელი ბილბორდზე პრორუსული გზავნილის გამოქვენებისთვის ბოდიშს იხდის

Levan Butkhuzi O'Nur / facebook.com/lbutkhuzi?fref=photo

ჯეოსელი ბილბორდზე პრორუსული გზავნილის გამოქვენებისთვის ბოდიშს იხდის, - ამასთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ასეთი სახის გზავნილი გამოჩნდა ბილბორდზე. შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა კრეატიულ კომპანია Deehubs-თან ერთად, რომელიც ქმნის ახალი ტიპის სოციალურ მედიას. თითოეული მესიჯი ბილბორდზე ჩნდება მხოლოდ 20 წმ-ით, ხოლო ფოტოსურათი გზავნილის ავტორს ეგზავნება მეილზე. პირველივე დღიდან პროექტში ჩაება უამრავი ადამიანი და შემოვიდა რეკორდული რაოდენობის მესიჯი, რომელთა ფილტრაცია ხდება პროექტის ავტორის - Deehubs-ის მიერ. მიუხედავად ამისა, ჯეოსელი პასუხისმგებლობას არ იხსნის და ბოდიშს იხდის გამოქვეყნებული გზავნილის შინაარსის გამო. ვაფიქსირებთ, რომ მესიჯების შინაარსი ეკუთვნის გამომგზავნს და არ გამოხატავს ჯეოსელის დამოკიდებულებას და განწყობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები