ჯეოსელი

ჯეოსელი აბონენტებს მოსალოდნელი შეფერხების გამო აფრთხილებს

ჯეოსელის განცხადებით, დღეს, 17 დეკემბერს, ღამის 12 საათიდან მომდევნო დღის 12 საათამდე, კომპანია გეგმავს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სისტემაზე გადასვლას, რომლის მიზანია არსებული ტექნოლოგიური ბაზის კიდევ უფრო დახვეწა და აბონენტთათვის მეტად მოქნილი და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება.

როგორც ჯეოსელი აცხადებს, ახალ სისტემაზე გადასასვლელად ბოლო პერიოდში ქართველ სპეციალისტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მუშაობდნენ. ცვლილებასთან დაკავშირებით, გარდამავალ პერიოდში შესაძლებელია მომხმარებელს შეექმნას გარკვეული დისკომფორტი, რის გამოც კომპანია აბონენტებს წინასწარ უხდის ბოდიშს.

კომენტარები