პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

საგანელიძე: პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომი ფორმატი უმნიშვნელო თემაა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომი ფორმატი “უმნიშვნელო თემაა”.

როგორც საგანელიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ფორმატებს შორის მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავებებია.

“ორ ფორმატზეა საუბარი, რომელიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ესენია დებატები ან ფრაქციების გამოსვლა. დებატებში უმრავლესობის ლიდერს რეგლამენტით აქვს გამოსვლის საშუალება, ისევე როგორც უმცირესობის ლიდერს, ხოლო თუ ფრაქციების რეჟიმში იქნა გამოსვლა, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გამოვდივართ. ერთ შემთხვევაში შეიძლება დროის გაყოფა პარლამენტის რამდენიმე წევრზე და მეორე შემთხვევაში - არა. ასე რომ, ეს უმნიშვნელო თემაა და ამას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ”, - მიმართა საგანელიძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის თარიღს, უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს ან 18 ან 20 მარტს მოხდება, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიღებს.

კომენტარები