საერთაშორისო სავალუტო ფონდი

IMF - მომდევნო თვეებში ინფლაცია გაიზრდება

www.thehindu.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია გაიზრდება.

"ვალუტის კურსის გაუფასურების გამო მომდევნო თვეებში სავარაუდოდ ინფლაცია გარკვეულწილად გაიზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის 5 პროცენტიანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიმართულებით.

თუმცა, ინფლაცციის ამგავრი ზრდა დაბალი ნიშნულდან დაიწყება, რადგან თებერვალში ინფლაცია მხოლოდ 1,3 პროცენტი იყო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ნავთობზე ფასებმა იკლო. იმპორტული პროდუქციის დაბალი საწყისი ღირებულება ასევე შეაკავაებს ინფლაციის მაჩვენებელს", - განაცხადა გრიფითსმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, თბილისს 23 თებრვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა და მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შეფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების ძიება.

მისია შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცეპრემიერს - გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - გიორგი ქადაგიძეს, სხვა ოფიცალურ პირებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

 

კომენტარები