საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გოცირიძე: განცხადების მერე სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებამდე ერთი ნაბიჯია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ამას მოჰყვება მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების კრედიტების შეჩერება ან შეფერხება, რაც უკვე არის ბიუჯეტით გაწერილი და დღევანდელი კურსით 700 მილიონ ლარს აღემატება. ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ თამაშს მთავრობა და სხვები, ვინც იგი წამოიწყო. დაანებონ ცეცხლთან თამაშს თავი. შეეშვან ეროვნული ბანკის გახლეჩვას. მათ არა აქვთ არავითარი გამოცდილება და ცოდნა, რომ მიხვდნენ, რას სჩადიან. უკვე ღრმად შეტოპეს. ცურვა რომ არ იციან, ყველამ კარგად იცის. არც მაშველ რგოლს გადაუგდებს ვინმე.

წერს ეკონომისტი რომან გოცირიძე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აზიმ სადიკოვი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე ამბობს, რომ ორგანიზაციას არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე. რადგან ეს მათი მანდატი არ არის.

კომენტარები