საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი მმართველი დირექტორი ბულგარელი კრისტალინა გეორგიევა იქნება.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა ბორდმა გეორგიევა ხუთი წლით აირჩია ბორდის თავმჯდომარედ და ორგანიზაციის დირექტორად. მოვალეობის შესრულებას ის 1 ოქტომბერს შეუდგება.
გეორგიევა ფონდის პირველი დირექტორი იქნება, რომელიც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანას წარმოადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდამდე ბულგარელი ეკონომისტი ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკს 2017-2019 წლებში. 2010-დან 2016 წლამდე ის ევროკომისარი იყო ჯერ საერთაშორისო კოოპერაციისა და განვითარების (2010-2014), ხოლო შემდგომ ბიუჯეტისა და ადამიანური რესურსების საკითხებში (2014-2016).
გეორგიევა ამ თანამდებობაზე უკვე მეორე ქალია, ანაცვლებს რა ფრანგ კრისტინ ლაგარდს, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად გადაინაცვლა.