საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ხადური: ივანიშვილმა საზოგადოებრივი პირადზე წინ დააყენა

ჩვენ გვქონდა შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიასთან. ბატონი ბიძინა მაშინ პრემიერმინისტრი გახლდათ, მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, ვესწრებოდი, და შეხვედრის შემდეგ, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ითხოვა, პირისპირ დარჩენილიყო პრემიერმინისტრთან. და შემდეგ ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი... ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ როცა საქმე ეხებოდა მის პირადს, მან დააყენა, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი პირადზე წინ, მაგრამ დღეს თუ წაიკითხეთ მისი ინტერვიუ და ალბათ, წაიკითხეთ, მან განაცხადა, რომ თუკი არსებობს კითხვები ზოგადი, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, მათზე, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გასცეს პასუხი. 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე. ყოფილი პრემიერის თქმით, მას IMF-ის წარმომადგენელმა სთხოვა, რომ გიორგი ქადაგიძისთვის, ქართუ ბანკის საქმეზე, "დანაშაული ეპატიებინა". ივანიშვილის მტკიცებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა უთხრა, რომ "ვიცით, ქადაგიძე დასაჭერია, მაგრამ იქნებ აპატიოთ".

კომენტარები