ISIS

ISIS-ის ტერორისტებმა მოსულის მუზეუმში უძველესი არტეფაქტები გაანადგურეს

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, როგორ ანადგურებენ უძველეს არტეფაქტებს ტერორისტები ერაყში, მოსულის მუზეუმში.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ნადგურდება ასირიული იმპერიის დროინდელი ძეგლები.

„ეს ნანგრევები, რომელიც ჩემ უკანაა, არის კერპები და ძეგლები, რომელსაც ხალხი ალაჰის ნაცვლად წარსულში თაყვანს სცემდა. მოჰამედ წინასწარმეტყველმა საკუთარი ხელებით დაამხო კერპები მექაში. ჩვენ ჩვენმა წინასწარმეტყველმა გვიბრძანა ამ კერპების ჩამოღება და განადგურება“, - ამბობს ერთ-ერთი ტერორისტი ვიდეოში.

ტერორისტებმა მოსულის საჯარო ბიბლიოთეკაც გაანადგურეს, სადაც 8 000-მდე უძველესი წიგნი და მანუსკრიპტი ინახებოდა.

მოსული 1 791 რეგისტრირებული არქეოლოგიური ადგილის, მათ შორის ასირიული იმპერიის ოთხი დედაქალაქის ცენტრშია. 

კომენტარები