საქართველო-უკრაინა

გიორგი მარგველაშვილი კიევში ღირსების მარშში მონაწილეობას მიიღებს

ტაბულა

კიევში ღირსების მარშში მონაწილეობას მისაღებად საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრება. გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით 22 თებერვალს ჩავა.

კიევში ღონისძიებები ღირსების რევოლუციის ერთი წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა. 

კომენტარები