რუსული საფრთხე

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ბალტიის ქვეყნებს ემუქრება

huffingtonpost.co.uk

"არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ბალტიის ქვეყნებში დესტაბილიზაციას შეეცდება",- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფალონმა განაცხადა. მის თქმით, ამ ქვეყნებში პუტინმა შესაძლოა, უკრაინაში მისი ქმედებების მსგავსი ტაქტიკა გამოიყენოს და ალიანსი საპასუხო ზომებისთვის მზად უნდა იყოს.

ფალონის თქმით, რუსეთის აგრესიულ ზრახვებზე რუსული თვითმფრინავების NATO-ს ქვეყნების საჰაერო სივრცესთან მიახლოების ფაქტებიც მეტყველებს.

გუშინ ტუ-95 ტიპის რუსული ბომბდამშენი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროთან გამოჩნდა, მას ბრიტანული გამანადგურებლები დაედევნენ. რუსული თვითმფრინავიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხმა გაავრცელა.

კომენტარები