რუსული საფრთხე

საფრთხეს რუსული სამხედრო ავიაციის მხრიდან ევროკავშირი გამოიძიებს

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სამსახური, ევროკომისიის თხოვნით, შეისწავლის რამდენიმე შემთხვევას, რომელიც სამხედრო თვითმფრინავების სამოქალაქო საჰაერო ხომალდებთან სახიფათო მიახლოებას ეხება.

საუბარია რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე, რომლებიც NATO-ს ქვეყნების საჰაერო სივრცესთან ახლოს გასულ თვეებში რამდენიმე ათეულჯერ დააფიქსირეს. ზოგიერთი შემთხვევაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საფრთხე სამოქალაქო რეისებს შეუქმნეს.

გამოძიების შედეგები 2015 წლის მარტში გახდება ცნობილი.

კომენტარები