საქმე ის არ არის, რამდენ ელჩს იბარებ, საქმე ის არის, რაზე იბარებ. როდესაც სუვერენული ქვეყნის ელჩს იბარებ, მითუმეტეს, შენი მოკავშირის ელჩს იბარებ, მითუმეტეს, იმ მოკავშირის ელჩს იბარებ, რომელიც უკვე ერთი წელიწადია, ომშია და შენ ვერ გამონახე დრო, რომ შენი საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირი იქ ჩასულიყო ვიზიტით, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა, იბარებ, რომ შეკითხვები მისცე, რატომ ნიშნავს სუვერენულად არჩეული ქვეყნის პრეზიდენტი ამა თუ იმ თანამდებობაზე თავისი სურვილის მიხედვით პიროვნებას, ეს უკვე რაღაც კლინიკური იდიოტიზმის ნიშნებს ატარებს. რა გასამართლებელი საბუთებიც არ უნდა მოიყვანონ, მნიშვნელობა აღარ აქვს, საქმე გაფუჭებულია. უკრაინის ელჩი ღირსეული ადამიანია და არ იკადრა მაგალითად ის, რაც ნორმალური იქნებოდა და ბევრი ქვეყნის ელჩს გაუკეთებია, უბრალოდ, აეღო ტელეფონი, ეთქვა, რომ ავად არის და გაეგზავნა თავისი მრჩეველი ან დესპანი. ეს კარგად არ აისახება ჩვენს ურთიერთობაზე, დარწმუნებული იყავით.
tbl.ge/12ba
დაკოპირდა

განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, საზოგადოება ივერიას დამფუძნებელმა გრიგოლ ვაშაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საგარეო უწყების მიერ უკრაინის ელჩის დაბარებაზე.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




